აზარაშვილი მაია გიორგის ასული (დ. 6. III. 1964, თბილისი), სპორტსმენი, მძლეოსანი. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1988, სეული 4X100 ესტაფეტა).
დაამთავრა საქართველოს სახელმწ. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია (1985). სსრკ ჩემპიონი (1986 და თასის მფლობელი (1988). კეთილი ნების თამაშების ვიცე-ჩემპიონი (1986, 200 მ).
1986 წლის ატლანტის ოლიმპიადის მონაწილე. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988) და სპორტის რაინდი (2014). სეულის ოლიმპიადაზე (1988) 200 მ-ზე სპრინტში VII ადგილი დაიკავა.
ა. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (ALLF) სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ორდენით დააჯილდოვა. 1996 წ-იდან არის საქართველოს მძლეოსნობის ეროვნ. ფედერაციის გენ. მდივანი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.