ათენური ტეტრადრაქმა, ქ. ათენში მოჭრილი ვერცხლის ოთხდრაქმიანი მონეტა. არის ორი სახისა: არქაული და ე. წ. „ახალი სტილისა“. არქაულ ა. ტ-ს ჭრიდნენ ძვ. წ. VI – IV სს-ში და საერთაშ. ფულადი ერთეულის როლს ასრულებდა (საშ. მასა 17,44 გ). მონეტის ავერსზე გამოსახულია ქალღმერთი ათენას პროფილი, რევერსზე – ქალაქის წმინდა ფრინველი – ბუ.
საქართველოში აღმოჩენილია დმანისისა და მწვანე კონცხის მიდამოებში. ძვ. წ. 229 დაიწყო „ახალი სტილის“ ა. ტ-ის მოჭრა. იგი არქაულისაგან განსხვავდებოდა ფაქტურით, ნახაზის სირთულითა და ზედწერილების სიუხვით. შუბლზე გამოსახულია ფიდიას ათენას ქანდაკების თავი (ძვ. წ. II ს.).
ა. ტ. აღმოჩენილია სოხუმსა და ვანში.
ლიტ.: დუნდუა მ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ. 2009.
ფ. სიხარულიძე