ალასანია გიული გივის ასული (დ. 11. X I. 1946, თბილისი), ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე. ისტორიის მეცნ. დოქტორ. (1987), პროფესორი (1990-იდან).
1969 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ისტ. განყ-ბა (თურქ. ისტ. სპეციალობით). მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინ-ტის საქართვ. ძველი და შუა საუკუნეების ისტ. წყაროთმცოდნეობის განყ-ბაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1969—75), უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1975—89) და იმავე განყ-ბის გამგედ (1989—2006). არის თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნ-ტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრორექტორი. 2006-იდან არის საქართველოს უნ-ტის (2007-მდე საქართ. საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნ-ტი) სამეურვეო საბჭოს თავ-რე, ხოლო 2005-იდან – საერთაშორისო ასოციაციის „ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“ პრეზიდენტი.
2009 ა. არჩეულ იქნა ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS, აშშ) ნამდვილ წევრად. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. შრომა (მ. შ. 10 მონოგრაფია) საქართვ. შუა საუკუნეების . ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხებზე. მიღებული აქვს კომკავშირის პრემია (1980), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. პრემია (2010; ჯგუფთან ერთად).
თხზ.: წყაროთმცოდნეობის თეორიული პრობლემები, თბ., 1988 (თანაავტ. რ. კიკნაძე); Классификация грузинских письменных исторических источников, Тб., 1986.
გამოც.: ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოს და კავკასიის შესახებ. თურქულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1978; ცხოვრება საქართველოჲსა (პარიზის ქრონიკა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1980 (რუს. ენაზე - 1991).