გოცირიძე ალექსანდრე მიხეილის ძე

გოცირიძე ალექსანდრე მიხეილის ძე [21. I(3. II). 1904, სოფ. ნუკრიანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 14. V. 1986, თბილისი], ფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1942), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი (1928). 1928–33 მუშაობდა უნ-ტის ფიზიოლ. კათედრაზე ასისტენტის, შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე, 1933-იდან გარდაცვალებამდე – ქუთ. პედ. ინ-ტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლ. კათედრის გამგედ, შეთავსებით – პროფესიულ დაავადებათა და შრომის ჰიგიენის ინ-ტში ფიზიოლ. განყ-ბის გამგედ (1934–45). მუშაობდა ასევე გორისა (1942–50) და თბილ. პედ. (პუშკინის სახ.; 1950–53) ინ-ტებში. ეწეოდა სამეცნ.-ორგანიზაციულ მუშაობას ფიზიოლ. საკითხების პოპულარიზაციისათვის. 1955 დააარსა მოსკ. ბუნებისმეტყველთა საზ-ბის ქუთაისის განყ-ბა.

ვ. ყენია

 

 

 

 

 

 

 

 

.