ანპილოგოვი ალექსანდრე სიმონის ძე (დ. 18. I. 1954, თბილისი), ხელბურთელი.
1973 მიენიჭა სსრკ სპორტის ოსტატის, 1976 – სპორტის დამს. ოსტატისა და საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატის წოდებები.
1985 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ქიმ.-ტექნოლ. ფაკ-ტი. ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1976, კანადა) და ვერცხლის პრიზიორი (1980, მოსკოვი); მსოფლიოს ჩემპიონი (1981, გფრ) და ვერცხლის პრიზიორი (1978, დანია), ორგზის მსოფლიოს თასის (1979, დანია; 1982, გფრ) და ორგზის სუპერთასის (1979, 1983, დანია), აგრეთვე სსრკ თასის (1978) მფლობელი. 1970 – 85 თამაშობდა თბილ. „ქარიშხალას“ გუნდში, ხოლო 1974-84 - სსრკ ნაკრებში. 1987-92 - გერმანიის ,,ლანდს პუტში".
ა-ის მწვრთნელები იყვნენ გ. მაჭავარიანი, ჯ. ბაგრატიონი და ი. ფხაკაძე. ა. ფლობდა თამაშის მაღალ ტექნიკას და გამოირჩეოდა ძლიერი ტყორცნით. გასული საუკუნის 90-იან წლებში საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში.
2000-01 წვრთნიდა საბერძნეთის ქალხელბურთელთა ნაკრებს.
2017 მიენიჭა „სპორტის რაინდის“ წოდება, მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (ორივე 2018) და ღირსების ორდენები.
მის შესახებ გ. ჩოჩიშვილმა დაწერა წიგნი ,,ალექსანდრე ანპილოგოვი" (2012).
ჯ. ბაგრატიონი