ანუხვის მღვიმე, კარსტული მღვიმე გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გუმიშხა-ფსირცხის კირქვულ მასივზე, სოფ. ანუხვის მიდამოებში, ზ. დ. 445 მ სიმაღლეზე.
გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებიან კირქვებში. მღვიმე დერეფნული ტიპისაა (საშ. სიგანე და სიმაღლე 0,5–2,5 მ). აქვს სუბჰორიზონტული ფსკერი, წყლიანი განშტოებები და ცალკეული, საკმაოდ მოზრდილი (15 მ X 10 მ) დარბაზული გაფართოებები; მღვიმიდან გამოედინება ნაკადული. ჰაერის ტემპ-რა 9,2-იდან 10,2°C-მდეა, ფარდობითი ტენიანობა 85 – 100%. ზოგან შემონახულია სტალაქტიტ-სტალაგმიტები, კასკადური ნაღვენთები, „გურების“ ლანდშაფტი და სხვ.
ზ. ტატაშიძე