აბაშიძე დიულა ვაჟას ძე

აბაშიძე დიულა ვაჟას ძე.

აბაშიძე დიულა ვაჟას ძე ( 26. VIII. 1941, თბილისი, – 7. IV. 2004, იქვე ), გენერალ-მაიორი (1993). დაამთავრა ბაქოს უმაღლესი საერთო საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი (1962), მოსკ. სამხ. აკადემია (1975). მსახურობდა უნგრეთში, ბელორუსიისა და შუა აზიის სამხ. ოლქებში, ხელმძღვანელობდა სამხ. ნაწილებს, რ-ებიც მონაწილეობდნენ ქ. ტაშკენტის აღდგენაში მიწისძვრის შემდეგ. 1975–79 იყო პოლკის მეთაურის მოადგილე ამიერკავკასიის სამხ. ოლქში, 1979–81 – ავღანეთის შეიარაღებული ძალების სამხ. მრჩეველი (იქვე ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება). 1981-86 – დივიზიის მეთაურის მოადგილე შუა აზიის სამხ. ოლქში, 1986–91 –კორპუსის მეთაურის მოადგილე ოდესის სამხ. ოლქში. ყირიმში ა-მ ჩამოაყალიბა საქართვ. სათვისტომო, იყო მისი გამგებლობის პირველი პრეზიდენტი, საქართველოს რესპ. სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე (1991–92), 1992 თებ-იდან – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსი, 1992-იდან – სამშვიდობო ძალების სარდალი საქართვ. რესპუბლიკიდან ცხინვალის რეგიონის ზონაში, ხოლო 1994-იდან – სამეგრელოს რეგიონში.

დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით, აგრეთვე ავღანეთის ორდენით.

ლ. დოლიძე