აბაზი

აბაზი, ფულის ერთეული, ვერცხლის მონეტა. ირანში შემოიღო აბას I-მა (აქედან სახელწოდება). ა. სწრაფად გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში, მ. შ. საქართველოშიც. აბას I-ის დროინდელი -ის მასა 7,8 გ უდრიდა, XVIII ს. დასასრულს 3 გ-მდე შემცირდა. შეიცავდა 2 მაჰმუდს (უზალთუნს). -ის ავერსზე წაწერილი იყო შაჰის სახელი, ტიტულატურა, მოჭრის ადგილი და დრო, რევერსზე – რელიგ. ფორმულა. საქართველოში -ს ჭრიდნენ XVII ს. I მეოთხედიდან XVIII ს. მიწურულამდე. შემდეგ, XX ს-ში, საქართველოში -ს უწოდებდნენ ოცკაპიკიანს.

დ. კაპანაძე