გრავეტული დანა

გრავეტული დანა

გრავეტული დანა, გრავეტის ტიპის დანა, კაჟის (ან სხვა ქანის) მეტ-ნაკლებად პარალელურგვერდებიანი, ვიწრო, სწორი ლამელა (ფირფიტა), რ-ის ერთი გვერდი დაბლაგვებულია ციცაბო რეტუშით. წვერი ძლიერ წამახვილებული აქვს. ზოგჯერ წვერი და ბოლო მუცლის მხრიდან დამუშავებულია ბრტყელი რეტუშით. სახელი ეწოდა პალეოლითური ძეგლის ლა-გრავეტის (საფრანგეთი) მიხედვით. გაჩნდა ზედა პალეოლითის ადრეულ საფეხურზე. ფართოდ გავრცელდა ორინიაკისა და მომდევნო ხანაში, განსაკუთრებით, სამხრ.-დას. ევროპაში. საქართველოში მრავლად გვხვდება ზედა პალეოლითის შუა და გვიანდ. ხანის ძეგლებში (იხ. სტ-ები დევისხვრელი, მღვიმევი, გვარჯილის კლდე და სხვ.).

ლიტ.: თ უ შ ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი დ., გვარჯილას-კლდის პალეოლითური ნაშთები, თბ., 1960; Е ф и м е н к о П. П., Первобытное общество, 3 изд., К., 1953; B r é i l l o n Michel N., La dénomination des objets de pierre taillu, VII, P., 1968. 137

დ. თუშაბრამიშვილი