აბაშიძე ლეილა მიხეილის ასული (1. VIII. 1929, თბილისი, – 8. IV. 2018, იქვე), კინომსახიობი. საქართველოს სახ. არტისტი (1965).
დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1951). კინოში მისი დებიუტი შედგა 1941 კ. პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“, რ-შიც პატარა კატოს შესანიშნავი სახე შექმნა. სკოლის დამთავრებამდე კიდევ ორი როლი შეასრულა: იუტა („ოქროს ბილიკი“, რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1945) და ნაზიბროლა („აკაკის აკვანი“, რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1947). სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში „ქეთო და კოტე“ (გოგონა ყვავილებით, რეჟ-ები: ვ. ტაბლიაშვილი, მ. გედევანიშვილი, 1948), და „გაზაფხული საკენში“ (ნინო, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1950).
პირველი დიდი გამარჯვება ა-ს მოუტანა მარინეს როლმა ს. დოლიძის ფილმში „ჭრიჭინა“ (1954). სხვა როლები: ლელა („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1954), ლია („აბეზარა“,
რეჟ. ნ. სანიშვილი), მანანა („ჩვენი ეზო“, რეჟ. რ. ჩხეიძე, ორივე 1956), მაია („მაია წყნეთელი“, რეჟ. რ. ჩხეიძე), მზია („სად არის შენი ბედნიერება, მზია?“, რეჟ. კ. პიპინაშვილი, ორივე 1959), დაგმარა („მე ვიცეკვებ“, ტ. ტაგიზადე, 1963 „აზერბაიჯანფილმი“), ძიძია („ხევისბერი გოჩა“, რეჟ. ნ. სანიშვილი,
1964), ნინო („შეხვედრა წარსულთან“, რეჟ. ს. დოლიძე, 1966, პირველი პრემია ლენინგრადის III საკავშ. კინოფესტივალზე, 1968), ლალი-მზევინარი („შეხვედრა მთაში“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1966), ვარდისახარი („დიდოსტატის მარჯვენა“, რეჟ-ები: ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1969), ქეთევანი („მოლოდინი“, სცენარის თანაავტორი; რეჟ-ები შ. და ნ. მანაგაძეები, 1969), ლეილა („გასეირნება თბილისში“, რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1976), მანანა („ორომტრიალი“, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1986) და სხვ.
ა. არის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი (ლ. ჭელიძესთან ერთად) ფილმისა „თბილისი–პარიზი–თბილისი“ (1980), რ-შიც განასახიერა თეას როლი. ა-ის როლები გამოირჩევა ჭეშმარიტი ეროვნულობით, ტემპერამენტითა და სიცოცხლის დიდი სიყვარულით.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999); 2009 წლის 8 მარტს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინგაიხსნა მისი სახელობითი ვარსკვლავი; 2010 აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: თოფურია ზ., ლეილა აბაშიძე [კინომსახიობის შემოქმედებითი პორტრეტი], „კინო“. 1978, N4; ხეტეშვილი ს., ლეილა აბაშიძე, თბ., 1984.
ლეილა აბაშიძე პროგრამაში „ტელე-სინე-ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=SfxAU4UePJw&t=397sv=SfxAU4UePJw&t=397s
ა. გვენცაძე