აბამელიქი ივანე დავითის ძე (1820, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, – 14. VIII. 1879, თბილისი, დაკრძალულია ბაქოში), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1866), გენერალ-ადიუტანტი (1878). (1788 წ. 29. 03. მეფე ერეკლემ მის წინაპრებს უბოძა თავადობა). რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877–78) მონაწილე. მეხთულის სახანოს (1850-იდან), დარღის ოლქის (1853-იდან), შუა დაღესტნის (1860-იდან ) მმართველი; 1877-იდან – 21-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1877–79 – თბილისისა და ერევნის გუბერნიების ჯარების სარდალი. 1878-იდან – კავკასიის მე-2 კორპუსის მეთაური.
ლ. დოლიძე