Twitter
Facebook
Whatsapp
აბანოს მყინვარი, მყინვარი მყინვარწვერის მასივის აღმ. კალთაზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მიემართება სამხრ.-აღმ-კენ. სიგრძე 4,1 კმ, ფართ. 2,0 კმ², მაქს. სიგანე 610 მ. მყინვარის ენა ეშვება 2950 მ-მდე. ასაზრდოებს მდ. თერგის მარცხ. შენაკად ჩხერს.