აბარიანი ალექსანდრე ავაქის ძე [15 (28). XII. 1902, ქ. დერბენდი, დაღესტანი, – 25. I. 1967, თბილისი], სომეხი მსახიობი, რეჟისორი. საქართვ. (1943) და სომხ. (1964) ხელოვნ. დამს. მოღვაწე. პროფ. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1921-იდან კისლოვოდსკში, სომეხ მსახიობთა დასში. 1926-იდან იყო ბაქოსა და სხვა ქ-ების სომხ. თეატრების მსახიობი და რეჟისორი. 1938–44 თბილისის სომხური თეატრის მთავარი რეჟისორი, პარალელურად – მოზარდ მაყურებელთა სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1944–46 – თბილ. მოზარდ მაყურებელთა რუს. თეატრის რეჟისორი, 1946–53 – ლენინაკანის (ახლანდ. გიუმრის) თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1953-იდან – თბილ. სომხ. თეატრის რეჟისორი. დადგმები: ა. შირვანზადეს „ნამუსი“, გ. სუნდუკიანის „პეპო“, შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“, კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
შ. ცუცქირიძე