აბდუშელიშვილი მალხაზ გრიგოლის ძე

მ. აბდუშელიშვილი 

აბდუშელიშვილი მალხაზ გრიგოლის ძე (28. XI. 1926, თბილისი, – 23. II. 1998, იქვე), ანთროპოლოგი, საქართული ანთროპოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1993). ისტ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979).

1948 დაამთავრა თსსი და მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. მორფოლოგიის ინ-ტის ანთროპოლოგიის განყ-ბაში. 1959-იდან გარდაცვალებამდე იყო ამავე განყ-ბის გამგე. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა კავკ. ძვ. და თანამედროვე მოსახლ. (1950-იდან), აგრეთვე ინდოეთის სუბკონტინენტის ენდოგამიური პოპულაციების ანთროპოლ. (1971-იდან) კვლევა. ა-ის სახელს უკავშირდება ქართვ. ხალხის ანთროპოლ. შესწავლა, კავკ. და ინდოეთის მოსახლეობის ანთროპოლ. ტიპების ადგილის განსაზღვრა ზოგადრასობრივ სისტემატიკაში და სხვ.

ა. იყო იუნესკოს ექსპერტი (1964), ევროპის ანთროპოლ. ასოციაციის (1973), სრულიად ინდოეთის ადამიანის გენეტიკოსთა საზ-ბის (1979) საპატიო და სხვა უცხოურ სამეცნ. საზ-ბათა წევრი. ხელმძღვანელობდა სსრკ-ინდოეთის ერთობლივ ანთროპოლ. ექსპედიციებს (1971, 1974–75, 1978–79, 1983).

თხზ.: კრანიოლოგია, თბ., 1976; კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგია გვიანანტიკურ ხანაში, თბ., 1978; ქართველი ხალხის ანთროპოლოგიური ისტორია, თბ., 1979;  საქართველოს ანთროპოლოგია რკინის წარმოების ფართო ათვისების ხანაში, თბ., 1988;  საქართველოს პალეოსტომატოლოგია, თბ., 1989 (თანაავტ. მ. ინაშვილი); Антропология древнего и современного населения Грузии, Тб., 1964; Новые данные к антропологии Северной Индии, М., 1980; Новые материалы к антропологии западной индии, М., 1982; Атропологическая методика, Тб., 1992; Народы Кавказа: антропология, лингвистика, хозяйство, М., 1994 (თანაავტ.)