დავლიანიძე სერგი სიმონის ძე (15. VI. 1905, სოფ. სხვავა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 25. VIII. 1967, მორდვეთი, რუსეთი), საბჭოთა გენერალ-მაიორი (1945), სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომისარი (1943), 1928-იდან იყო საქ. სსრ შს სახალხო კომისარიატის კონტრდაზვერვის I განყ-ბის უფროსი, 1940-იდან – შს სახალხო კომისრის მოადგილე, 1940–44 – სსრკ შს სახ. კომისარიატის საგზაო ტრანსპორტის განყ-ბის უფროსი ამიერკავკ. რკინიგზაზე, 1944–48 – სსრკ შს და სახელმწ. უშიშროების ორგანოების უფროსი ჩრდ. კავკასიაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
ლ. დოლიძე