ანჯაფარიძე მიხეილ ავქსენტის ძე

ანჯაფარიძე მიხეილ ავქსენტის ძე (XIX ს. 60-იანი წწ., სენაკი, – XXს. 20-იანი წწ., პარიზი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917).

მონაწილეობდა რუს.-იაპონიის (1904–05) ომში, სადაც დაიჭრა. შემდეგ მსახურობდა კავკ. სამხ. ოლქის ჯარებში, 38-ე საარტილერიო ბრიგადაში, შავიზღვისპირეთის პოლკის შტაბში. 1918–21 ქართ. არმიაში ირიცხებოდა, იყო ქართ. კორპუსის მე-3 დივიზიის მეთაური.

1921 წავიდა ემიგრაციაში.

მ. გოგიტიძე