იაგორაშვილი ვახტანგ ერმალოს ძე (5. IV. 1964, თბილისი), სპორტსმენი (თანამედროვე ხუთჭიდი). ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1988, სეული). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1991).
დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი (1985). ევროპის ჩემპიონი პირად (1989) და გუნდურ (1987, 1989) ჩათვლაში. მსოფლიო თასის მფლობელი (1988), კეთილი ნების თამაშების გამარჯვებული (1986) და მეორე პრიზიორი (1990). სსრკ ჩემპიონი (1986, 1988, 1991) და თასის მფლობელი (1986, 1988). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში (1985). 1997-იდან აშშ სახელით გამოდიოდა ასპარეზობაზე.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.