აპოლოდორეს „ბიბლიოთეკა“, ბერძნული მითოგრაფიული თხზულება, რ-იც I ან II ს-ში უნდა იყოს შექმნილი. ტრადიცია მას ძვ. წ. II ს. ცნობილ სწავლულს აპოლოდორე ათენელს მიაწრდა. ა. „ბ.“, რ-იც ელინურ თქმულებებსა და მითებს უყრის თავს, ბევრ საინტერესო მასალას გვაწვდის საქართველოსთან (კოლხეთთან) დაკავშირებულ ლეგენდარულ პერსონაჟებსა და მოვლენებზე, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ინფორმაცია არგონავტების თქმულებაზე.
რ. გორდეზიანი