არაბისტიკა

არაბისტიკა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კომპლექსი, რ-იც შეისწავლის არაბთა ისტორიას, ეკონომიკას, კულტურას, ლიტერატურასა და ენას.

საქართველოში -ის ფუძემდებელია აკად. გ. წერეთელი. თბილ. უნ-ტის დაარსებასთან ერთად შემოღებულ იქნა არაბ. ენის სწავლება (ა. შანიძე), მაგრამ მეცნიერების დამოუკიდებელ დარგად . ჩამოყალიბდა XX ს. 30-იან წლებში, როდესაც ენის, ისტ. და მატერ. კულტ. ინ-ტში („ენიმკი“) შეიქმნა აღმოსავლეთმცოდნეობის განყ-ბა (გ. წერეთელი). -ის დარგში სპეციალისტების მომზადების ძირითადი ცენტრი გახდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი, რ-იც 1945 გაიხსნა თსუ-ში. ა-მ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა 1960 საქართვ. მეცნ. აკადემიაში ჩამოყალიბებულ აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში (1973-იდან აკად. გ. წერეთლის სახელობისა). ქართ. ა-ის განვითარება გამოიწვია იმ მრავალსაუკუნოვანმა კულტ.-ისტ. ურთიერთობამ, რ-იც არსებობდა არაბ. სამყაროსა და საქართველოს შორის. შუა საუკ. საქართველოში ფართოდ გაიშალა არაბ. ლიტ-რის ძეგლების თარგმნის საქმე. საქართვ. ტერიტორიაზე შემონახულია არაბულენოვანი დოკუმენტები, რ-ებიც საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ჩრდ. კავკ. ხალხებთან საქართვ. ურთიერთობის შესახებ. არაბ. ისტ. წყაროები მდიდარ მასალას შეიცავს საქართვ. ისტ. მრავალი საკითხის გაშუქებისათვის. დღეისათვის გამოიკვეთა ა-ის 3 დარგი, რ-ებშიც ინტენს. მუშაობა მიმდინარეობს: ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია.

ქართვ. არაბისტთა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა არაბ. ენის სტრუქტურის კვლევა. შესწავლილია და ახლებურად გაშუქებული კლასიკური არაბულის ფონოლოგიისა და მორფოლ. კარდინალური საკითხები (გ. წერეთელი, ა. ლეკიაშვილი, ლ. ცოცხაძე), არაბულენოვანი ტრადიციები დაღესტანში (გ. წერეთელი, თ. მარგველაშვილი, მ. გუდავა, ლ. ლელაშვილი). ქართვ. არაბისტებს ეკუთვნის პრიორიტეტი შუა აზიის არაბ. დიალექტების შესწავლაში; გამოქვეყნებულია ნაშრომები ამ და სხვა არაბ. დიალექტების ფონოლოგიის, გრამატ. სტრუქტურისა და ლექსიკის შესახებ (გ. წერეთელი, ვ. ახვლედიანი, ა. ჟორდანია, გ. ჩიქოვანი). ინტენს. კვლევა-ძიება მიმდინარეობს არაბ. ლექსიკოლოგიის დარგში, შესწავლილია ძვ. არაბ. ფილოს. ტერმინოლოგია (ნ. კილაძე, ნ. შუღლაძე), თანამედროვე არაბ. ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების საკითხები, ლექსიკურ ნაირსახეობათა თავისებურებანი არაბულში (მ. ნედოსპასოვა). ნაყოფიერი მუშაობაა გაშლილი შუა საუკუნეების არაბი ენათმეცნიერების მემკვიდრეობის გამოსაკვლევად (ვ. ახვლედიანი, ლ. მამულია, მ. ანდრონიკაშვილი, ნ. რობაქიძე, მ. გობრონიძე), საინტერესო ნაშრომებია შექმნილი არაბ. მუსიკისა (ნ. ანთიძე) და მათემატიკის (ნ. ბეროზაშვილი) შესახებ.

არაბ. ლიტერატურათმცოდნეობის დარგში აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევები კლასიკური არაბ. პოეზიის პრობლემებზე, კერძოდ არაბ. პოეტიკის საკითხებზე (ნ. ფურცელაძე, ა. სილაგაძე), თანამედროვე არაბ. ლიტ-რის მსოფლმხედველობით პრობლემებზე (მ. ქუთელია). არაბ. ლიტ-რის ისტ. დარგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქრისტ. არაბ. ლიტ-რის ძეგლებისა და მათი ძვ. ქართ. ვერსიების შედარებითი შესწავლა, რაც მეტად საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ძვ. ქრისტიანი ხალხების ლიტერატურული მემკვიდრეობისა და კულტ. კონტაქტების თავისებურებათა შესახებ (რ. გვარამია, ნ. წაქაძე, ლ. ღვალაძე). ინტენს. მუშაობა მიმდინარეობს საქართვ. სიძველეთსაცავებში დაცული არაბ. ხელნაწერების აღწერათა შედგენა-პუბლიკაციაზე (რ. გვარამია, ნ. ყანჩაველი, ლ. მამულია).

ისტ. დარგში სწავლობენ არაბ. ფეოდ. ხანის პრობლემებს, სახალიფოს სოც.-ეკონ. წყობისა და ურთიერთობის საკითხებს (ვ. გაბაშვილი, ო. ცქიტიშვილი, ლ. ნადირაძე, გ. ჯაფარიძე, ე. სიხარულიძე), ფეოდ. ქალაქის ჩასახვა-განვითარების, კერძოდ, ქალაქ ბაღდადის ისტ. პრობლემებს (ო. ცქიტიშვილი), არაბ.-საქართვ. პოლიტ.-ეკონ., კულტ.-ისტ. ურთიერთობას (ო. ცქიტიშვილი, ე. სიხარულიძე, გ. ჯაფარიძე, დ. გოჩოლეიშვილი). ბოლო ხანებში ქართ. ა-ის დარგთა შორის გამოიკვეთა ისლამის, როგორც რელიგ.-პოლიტ. მოძღვრების, პრობლემათა კვლევა.

ქართვ. არაბისტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არაბ. ქვეყნების ახ. და უახლესი ისტორიის შესწავლაში: აღსანიშნავია XVIII ს. ერაყის მამლუქ სულთანთა მოღვაწეობის კვლევა (ბ. სილაგაძე), XVIII–XIX სს. სირიის ქ-ების თავისებურებათა შესწავლა (მ. ტიკაძე). მონოგრაფიული გამოკვლევები მიეძღვნა არაბი ხალხის ეროვნ.-განმათ. და რევ. მოძრაობას; განზოგადებულია ეგვ. 1952 რევოლუციის და მისი შემდგომი განვითარების შედეგები (შ. კურდღელაშვილი, ო. ქაჯაია). შესწავლილია ერაყელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის – ინგლ. სამანდატო რეჟიმის გაუქმებისათვის, ერაყელ ქურთთა მოძრაობის თავისებურებანი (ა. მენთეშაშვილი), ლიბიის რევოლუციის იდეოლოგიური საფუძვლები (შ. კურდღელაშვილი), რელიგ. პოლიტიკის პრობლემები სირიასა და ლიბანში, დრუზების რელიგ. თემის როლი არაბთა ისტ. განვითარების პროცესში (მ. მეტრეველი), მაროკოს ბერბერთა მდგომარეობა (ზ. მენთეშაშვილი). დიდი მუშაობაა ჩატარებული არაბ. ისტ. წყაროების პუბლიკაციის დარგში, განსაკუთრებით იმ წყაროებისა, რ-ებიც საქართვ. და საერთოდ, კავკ. ისტორიას შეეხება (გ. წერეთელი, ო. ცქიტიშვილი, ე. სიხარულიძე, თ. მარგველაშვილი, ნ. ყანჩაველი), შესწავლილი საქართვ. ტერიტორიაზე გამოვლენილი არაბულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები (ც. კახიანი). 1990-იან წლებში ა-ის ის ქართულ სკოლას შეემატა ახალი ძალები. თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგების და ისტორიკოსების პარალელურად, დაიწყო არაბული ქვეყნების განხრით, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების და აღმოსავლეთმცოდნე-ეკონომისტების მომზადება. პარალელურად, წარმატებით გაგრძელდა არაბისტი ფილოლოგებისა და ისტორიკოსების პროგრამები თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნ-ტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევით ინ-ტში და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნ-ტში. ახალგაზრდა არაბისტების საკვალიფიკაციო ნაშრომებში აისახა შემდეგი თემები: არაბული ლიტერატურის ისტორია, ქრისტიანული არაბული ლიტერატურა (დ. გარდავაძე, მ. ნანობაშვილი, ნ. დოლიძე, ლ. ქველიძე, თ. მოსიაშვილი, ვ. თევდორაძე ), არაბული დიალექტოლოგია (ნ. ეჯიბაძე, თ. გაგნიძე, ზ. ცხვედიანი, მ. კოროტკოვა), ყურანოლოგია (გ. ლობჟანიძე, ი. მახარაძე), ლექსიკოლოგია, ქართულ არაბული ენობრივი ურთიერთობები (ლ. ავალიანი, ს. იმედაძე, ქ. აჯიმიანი), არაბული ეპიგრაფიკა (ე. ღვინიაშვილი), არაბული ენის ტრადიციები ჩრდილოეთ კავკასიაში (დ. მოსეშვილი).ისტორიკოსი არაბისტების კვლევებიდან აღსანიშნავია: ქართველი მამლუქები ერაყში (ი. თოფურიძე), პოლიტიკური ისლამის პრობლემატიკა (თ. ქაროსანიძე), შუა საუკუნეების არაბული სამყარო, ქართულ-არაბული ისტორიული ურთიერთობები (გ. ნარიმანაშვილი). 1991 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში დაარსდა საქართველოს არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ასოციაცია. მასში გაერთიანდნენ არაბისტები, ფართო პროფილის აღმოსავლეთმცოდნეები, სტუდენტები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები, არაბულ ქვეყნებში სხვადასხვა დროს, საინჟინრო და სახელოვნებო პროექტებში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეები. ასოციაციამ (პრეზიდენტი – გ. ჩიქოვანი, განახორციელა არაერთი პროექტი ქართულ-არაბული ურთიერთობების განხრით.

2008-იდან თბილისის თავისუფალ უნ-ტში გაგრძელდა არაბისტთა მოღვაწეობა აზიისა და აფრიკის ინ-ტში (გ. ჩიქოვანი, თ. ქაროსანიძე, ი. გრძელიძე, გ. ნარიმანიშვილი, თ. მხეიძე). აქვე, 2016 წელს გაიხსნა არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრი. მისი პერიოდული სამეცნიერო ჟურნალია „თავისუფალი უნივერსიტეტის აზიური კვლევების ჟურნალი“ (Free University Journal of Asian Studies).

2018 წელს, ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნ-ტში ჩატარდა არაბული დიალექტოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის XIII კონფერენცია, რ-შიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი არაბისტები 50 ქვეყნიდან (საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე – პროფ. გ. ჩიქოვანი). მომხსენებელთა რაოდენობა აღემატებოდა ასორმოცდაათს. ეს იყო არაბისტთა ყველაზე მაშტაბური ფორუმი, რაც კი აქამდე საქართველოში ჩატარებულა. მასში მონაწილე ქართველმა არაბისტებმა სათანადოდ წარმოადგინეს არაბისტიკის ქართული სკოლა. მათი მოხსენებები ეხებოდა ცენტრალური აზიის არაბულ დიალექტებს, ეგვიპტის არაბულ დიალექტში მიმდინარე ენობრივ პროცესებს, არაბულ ლიტ. ტრადიციებში ასახულ დიალექტოლოგიურ ფორმებს და ლექსიკურ შრეებს, მათ ანალიზს არაბული ისტორიული დიალექტოლოგიის თვალსაზრისით ( გ. ჩიქოვანი, ზ. ცხვედიანი, ნ. ეჯიბაძე, ლ. ავალიანი, ხ. თუმანიშვილი).

აღსანიშნავია არაბისტების თარგმანები. იგი წარმოადგენს არაბისტიკის ქართული სკოლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. ლიტერატურა გამოირჩევა მრავალფეროვნებით. იგი მოიცავს ისლამამდელ არაბულ პოეზიას (ნ. ფურცელაძე), კლასიკურ და შემდგომი პერიოდის ძეგლებს, ახალი და უახლესი არაბული ლიტერატურის ქმნილებებს (ნ. ფურცელაძე, ა. სილაგაძე, მ. ანდრონიკაშვილი, გ. ლობჟანიძე, ი. გრძელიძე, დ. გარდავაძე, მ. თხინვალელი, ღ. ჯავიში, ნ. დოლიძე, ზ. ცხვედიანი).

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რამდენიმე თარგმანი: „ათას ერთი ღამე“ (მთარგმნელები ნ. ფურცელაძე და თ. მარგველაშვილი, რედაქტორი – აკად. გიორგი წერეთელი); ვეფხისტყაოსნის არაბული თარგმანი ( პირველი გამოცემა დაიბეჭდა 1983 დამასკოში, მეორე – კაიროში 2016 მთარგმნელი – ნიზარ ხალილი, რედაქტორი და პწკარედის ავტორი – გ. ჩიქოვანი, გამომცემელი – ლ. საღარაძე); ყურანის ქართული თარგმანი (მთარგმნელი – გ. ლობჟანიძე). ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართველი არაბისტების მიერ თარგმნილი არაბული წყაროები, რომლებიც შეიცავენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს ქართულ-არაბული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შესახებ (ო. ცქიტიშვილი, ე. სიხარულიძე, გ. ჯაფარიძე).

ლიტერატურა: გარდავაძე დ., უზრიული ღაზალი და გადმოცემები უზრიელ პოეტ-მიჯნურებზე, თბ., 2018; გელოვანი ნ., ქალი ისლამში (VII–X სს.), თბ., 2005; გოჩოლეიშვილი დ., XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ (ალ-უმარი, ალ-მუჰიბბი და ალ-კალკაშანდი), 1988; დოლიძე ნ., მაკამის ჟანრი არაბულ ლიტერატურაში, თბ., 2010; ეჯიბაძე ნ., ეგვიპტური დიალექტის გრამატიკა, I, ფონეტიკა, მორფოლოგია, მორფოფონეტიკა, თბ., 2010; მ ი ს ი ვ ე , ეგვიპტური დიალექტის გრამატიკა, II, სინტაქსი, თბ., 2012; კახიანი ც., დმანისის არაბული წარწერები, თბ., 1965; მეფარიშვილი მ., სემიტურ ენათა ისტორიული გრამატიკა, თბ., 2008; ნარიმანაშვილი გ., საქართველოს ურთიერთობა ფატიმიანთა სახალიფოსთან XI საუკუნეში, თბ., 2017; ნედოსპასოვა მ., უცხო წარმოშობის ლექსიკა არაბულ ოთხთავში, თბ., 1978; სამყურაშვილი ლ., „ხუარაზმშაჰის საუნჯის“ ქართული ვერსია, თბ., 2018; სილაგაძე ბ., ერაყი მამლუქთა გამგებლობის ხანაში, თბ., 1978; ტიკაძე მ., არაბთა ისტორია, V– XV სს., თბ., 2008; ფურცელაძე ნ., არაბი პოეტები V– XX საუკუნეებში, თბ., 2013; ქაროსანიძე თ., ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე ეგვიპტის პოლიტიკაში: „მუსლიმი ძმების“ და რადიკალური ისლამური ორგანიზაციების სტრატეგია, თბ., 2009; ქუთელია მ., არაბული რომანტიზმი, თბ., 2009; ღვინიაშვილი ე., შაყულაშვილი გ., თბილისის ძველი მუსლიმური სასაფლაოს არაბულენოვანი ეპიტაფიები, თბ., 2017; ჩიქოვანი გ., შუა აზიის არაბული დიალექტები, კაშკადარიული დიალექტი, ფონოლოგია, გრამატიკა, ლექსიკა, თბ., 2000; მ ი ს ი ვ ე, არაბული ენის ბუხარული დიალექტი, თბ., 2009; წაქაძე ნ., „ნისიმეს ცხოვრების“ სირიული, არაბული და ქართული ვერსიები, თბ., 1983; ჯაფარიძე გ., საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, თბ., 1995; მ ი ს ი ვ ე, საქართველო და ეგვიპტის მამლუქები, თბ., 2016; А х в л е д и а н и  В.Г., Бухарский арабский диалект, Тб., 1985

ვ. ახვლედიანი

გ. ჩიქოვანი