არაბიძე ვასილ ვალერიანის ძე

არაბიძე ვასილ ვალერიანის ძე (10. I. 1932, ზესტაფონი, – 6. II. 2000 ), კინოს მხატვარი, ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1979). 1953 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია, 1959-იდან მონაწილეობდა გამოფენებში. იმავე წლიდან იყო კონცერნ „ქართული ფილმის“ მხატვარი. გააფორმა ფილმები: „მიხა“ (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1964), „მაცი ხვიტია“ (რეჟ. გ. შენგელაია, რ. მახარაძესთან ერთად, 1965), „ბზიანეთი“ (რეჟ. ლ. ელიავა, 1969), „გზა მშვიდობისა, ჯაყო“ (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, დ. ერისთავთან ერთად, 1972), „ანარეკლი“ (რეჟ. ო. აბესაძე, 1974), „ძაღლი“ (რეჟ. ლ. გორდელაძე, 1974), „დილის ნისლივით“ (რეჟ. გ. ხოჯავა, 1976), „თვალი პატიოსანი“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1976), „ღამის ილუზია“ (რეჟ. გ. ხონელიძე, 1985), „ხარება და გოგია“ (რეჟ. გ. შენგელაია, 1987), „ცეცხლთან თამაში“ (რეჟ. ა. ნინუა, 1990), „მერცხლები და ბეღურები“ (რეჟ. დ. ურუშაძე, 1991), „კედელი მზერის არეში“ (რეჟ. მ. მ. ხონელიძე, 1994). და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „ავტოპორტრეტი“ (რეჟ. ე. ბადურაშვილი, 1987), „ქალაქის მიღმა (ღამის ილუზია)“ (რეჟ. მ. ხონელიძე, 1985). მუშაობდა დაზგურ ფერწერაში.