არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, შეიქმნა საქართვ. მეცნ. აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტთან 1977 (1991-იდან საქართვ. მეცნ. აკად. დამოუკიდებელი დაწესებულებაა). მასში მუშაობს 300-ზე მეტი მეცნ.-თანამშრომელი, მ. შ. საქართვ. მეცნ. აკად. 2 ნამდვილი წევრი, 12 დოქტორი და 76 მეცნ. კანდიდატი (ცენტრის ხელმძღვანელია პროფ. ო. ლორთქიფანიძე). თანამედროვე არქეოლ. ყველა ძირითადი მიმართულების მიხედვით ცენტრში შექმნილია სამეცნ.-კვლ. განყ-ბები და ლაბორატორიები. მათში მუშავდება ადამიანის მიერ საქართვ. და საერთოდ კავკ. ტერიტ. პირველადი ათვისების, პირველყოფილი საზ-ბის ეკონ. და სოც. ორგანიზაციის, მწარმოებლური ეკონ. (მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის, ბრინჯაოსა და რკინის მეტალ.) ჩასახვისა და განვითარების, კლასობრივი საზ-ბის წარმოქმნისა და მისი სოც. სტრატიფიკაციის, კავკასიურ, ძვ. აღმოსავლურ და ხმელთაშუაზღვისპირულ ცივილიზაციებთან ურთიერთობის, ტექ. განვითარების ხელოსნობისა და ვაჭრობის, ანტ. და შუა საუკ. ქალაქების განვითარების საკითხები. ა. კ. ც-ის მუშაობაში დიდი ადგილი უჭირავს არქეოლ. კვლევის მიზნებისათვის საბუნებისმეტყველო და ტექ. მეცნ. გამოყენებას. სპეც. განყ-ბაში მუშავდება არქეომაგნიტური და თერმოლუმინესცენციური დათარიღების საკითხები, კეთდება პალეობოტ. და პალინოლოგიური ანალიზები, ტრასოლოგიური ანალიზის გამოყენებით იკვლევენ ქვის იარაღის ტექნოლოგიას და სხვ.
ყოველწლიურად საქართვ. სხვადასხვა კუთხეში მუშაობს ა. კ. ც-ის 30-ზე მეტი არქეოლ. ექსპედიცია, მათი კვლევის შედეგებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. დიდი მასშტაბის არქეოლ. გამოკვლევები ტარდება რესპ. ახალმშენებლობათა უბნებზე. ხშირად სხვა ქვეყნების სამეცნ. დაწესებულებებთან ერთად ა. კ. ც. ატარებს თათბირებსა და კონფერენციებს არქეოლ. აქტუალურ პრობლემებზე. ცენტრის თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშ. სამეცნ. თათბირების კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მუშაობაში ზოგი მათგანი არჩეულია საზღვარგარეთის სამეცნ. დაწესებულებებისა და საზ-ბების წევრად.
ი. ჯალაღანია