არქეოლოგიური მუზეუმები

არქეოლოგიური მუზეუმები, სამეცნიერო დაწესებულებები, სადაც თავს უყრიან, იცავენ, იკვლევენ და გამოფენენ არქეოლოგიურ მასალებს.

საქართველოში ძველთაგანვე არსებობდა ძვ. ნივთების დაცვის ტრადიცია [მაგ., ფლავიუს არიანე (II ს.) იხსენიებს ფასის სიძველეთსაცავს]. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ერეკლე II-ის სასახლეში თავმოყრილი იყო არქეოლ. მასალა. XIX ს. I ნახევარში დავით დადიანს სასახლეში ჰქონდა სიძველეთსაცავი. XIX ს. II ნახევრიდან საქართველოში არსებობდა რამდენიმე ფართო პროფილის მუზეუმი, სადაც სხვა ნივთებთან ერთად თავმოყრილი და გამოფენილი იყო არქეოლ. მასალაც. ასეთებია: კავკ. მუზეუმი (თბილისი, 1852), რ-საც 1918-იდან ეწოდება საქართვ. სახელმწ. მუზეუმი; „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მუზეუმი (თბილისი, 1884–85), დიმიტრი ბაქრაძის ხელმძღვანელობით დაარსებული საეკლესიო მუზეუმი (თბილისი, 1889); 1907 ე. თაყაიშვილის ინიციატივით თბილისში გახსნილი საქართვ. საისტორიო და საეთნოგრაფო საზ-ბის მუზეუმი (ეს უკანასკნელი საეკლ. მუზეუმთან ერთად შეუერთდა საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმს); თსუ-ში ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტთან არსებობდა სიძველეთა მუზეუმი (1925–30), რ-ის მასალა 1941 გადაეცა საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმს (დაარსდა 1934). 1936–41 თბილისში იყო შოთა რუსთაველის და მისი ეპოქის მუზეუმი (დირექტორი ი. ჯავახიშვილი), რ-ის არქეოლ. ფონდები გადაეცა საქართვ. სახელმწ. მუზეუმს. ამჟამად არქეოლ. ძეგლთა უდიდესი საცავია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმი. მდიდარი არქეოლ. ფონდებია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში. საქართვ. არქეოლ. მასალის ნაწილი თავმოყრილია თბილ., ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის, სოხუმის, ქუთაისის ისტ.-ეთნოგრ. სახელმწ. მუზეუმებში, აგრეთვე ახალციხის, გურჯაანის, ახალგორის, მარტვილის, მესტიის, მცხეთის, რუსთავის, სიღნაღის, ფოთის, ცხინვალის, ხაშურის, ხონის, ნოქალაქევის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, სკოლებთან და საზ. საწყისებზე არსებულ მუზეუმებში. არქეოლ. საველე მუზეუმებია ბიჭვინთაში, თეთრ წყაროში, არმაზისხევში, დუშეთში, ვანში და სხვ.

ნ. ვაჩეიშვილი