არქიდიაკონი

არქიდიაკონი (ბერძნ. archidiakon), მთავარდიაკონი, საკათედრო ეკლესიის პირველი დიაკონი, V ს-იდან რომის კათოლ. ეკლესიაში ა. ითვლებოდა ეპისკოპოსის თანაშემწედ, რ-საც ევალებოდა საეკლ. მამულებისა და ეპარქიის სამღვდელოების ზედამხედველობა და ეპარქიაში საეკლ. სასამართლო საქმეების განმგებლობა. XI–XII სს-ში -ის უფლებები გაიზარდა. -მა მიიღო ეპისკოპოსის ზოგიერთი უფლება და ითვლებოდა მაღალ საეკლ. ხელისუფლად. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ა. იყო ეპისკოპოსის მთავარი თანაშემწე. XV ს-იდან -ის უფლებები შეიკვეცა, ბოლოს კი -ის თანამდებობა სრულიად მოისპო. -ის თანამდებობა გარკვეული ფუნქციებით შემორჩა მხოლოდ ანგლიკანურ ეკლესიასა და ზოგიერთ ევანგელიკურ ეკლესიაში. მართლმადიდებლურ ეკლესიათაგან იგი არსებობს მხოლოდ კონსტანტინოპოლის ეკლესიაში (VII ს-იდან). ქართ. ეკლესიაში -ის ბერძნ. წოდებას შეესატყვისება „მთავარდიაკონი“, იგი მღვდელმსახურების დროს ასრულებდა მღვდლის უფროსი თანაშემწის მოვალეობას. XII ს-ში დიდი მონასტრების მთავარდიაკვნები განაგებდნენ სასამართლო საქმეებს სამონასტრო მამულებში. შემდგომ საუკუნეებში მათ ეს ფუნქცია დაკარგეს.

ბ. ლომინაძე