არქიდისკოდონი (Archidiskodon), სპილოების ამომწყდარი გვარი; მესამეულის მიწურულისა და მეოთხეული პერიოდის ყველაზე დიდი ზომის ხმელეთის ძუძუმწოვრები. მათი სიმაღლე 4,5 მ აღწევდა. გვარი აერთიანებს რამდენიმე სახეობას. არქიდისკოდონული სპილოები გავრცელებული იყვნენ მთელ ჩრდ. ნახევარსფეროში (გარდა უკიდურესი ჩრდილოეთისა), ბინადრობდნენ ძირითადად სავანური ლანდშაფტის პირობებში. ა-ის თითქმის მთლიანი ჩონჩხი აღმოჩენილია კახეთში, ტარიბანის ველზე, აწყობილია და საქართველოს სახელმწ. მუზეუმის ეზოში დგას.
ა. ვეკუა