არქიერატიკონი

არქიერატიკონი (ბერძნ. archieratikos – სამღვდელმთავრო), ლიტურგიის წესების სახელმძღვანელო წიგნი, რ-იც განკუთვნილია მღვდელმთავართათვის (იხ. არქიელი). ა. ანუ „სამღვდელმთავრო კონდაკი“, სამღვდელო კონდაკისაგან განსხვავებით, დამატებით შეიცავს ხელდასხმის (ქიროტონიის) წესებსაც. ქართ. ა. განეკუთვნება X ს. იგი თარგმნილია რუსულად (კ. კეკელიძე) და ინგლისურად (ფ. კონიბირი, ო. უორდროპი).

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.

ბ. ლომინაძე