„არქიტექტურა და მშენებლობა“, საქართველოს მშენებელთა კავშირის, არქიტექტორთა კავშირის, მშენებლობის, არქიტექტურისა და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირების გაზეთი. გამოდის 1990-იდან თბილისში, ორ კვირაში ერთხელ. რედაქტორი დ. ქევხიშვილი. გაზეთი აშუქებს ქართ. ხუროთმოძღვრების განვითარების, მისი ეროვნ. თავისებურებების, არქიტ. და მშენებლობის აქტუალურ საკითხებს.
მ. მონიავა