არქიტექტურის მუზეუმი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დაწესებულება. დაარსდა 1979 ბათუმში, დაარსების ინიციატორი და პირველი დირექტორია დ. კობახიძე. 1979 გაიხსნა პირველი ექსპოზიცია. მუზეუმის ფონდებში 15 ათ-მდე ექსპონატია, მ. შ. არქიტ. ძეგლების ანაზომები, ფოტოები, ფერწერული და გრაფ. ჩანახატები, საქართვ. არქიტექტორთა პროექტები და სამეცნ.-კვლ. ნაშრომები. მუზეუმთან მოქმედებს არქიტ. შემოქმედებითი სახლი (1988-იდან), თემატური ბ-კა, ფოტოკინოლაბორატორია. მუზეუმს აქვს 15 დარბაზი თემატური და პერსონალური გამოფენებისათვის; აწყობს გამსვლელ მოძრავ გამოფენებს საქართვ. ქ-ებსა და დაბებში; ატარებს სამეცნ.-კვლ. ექსპედიციებს, სესიებს, კონფერენციებს ბათ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტთან ერთად; მუზეუმმა გამოსცა „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქიტექტურული ძეგლები“, კრებ. 1, ბათუმი, 1980.
ლიტ.: ბაღოშვილი გ., ბათუმის არქიტექტურის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმი, «ძეგლის მეგობარი», 1982, № 59.
ს. კინწურაშვილი