დათვისჯვარი

დათვისჯვარი, უღელტეხილი თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ზ. დ. 2677 მ.

აგებულია იურული თიხაფიქლებით. დაფარულია ალპ. მდელოებით. საავტ. გზით აკავშირებს ხევსურეთის არაგვის ხეობას (პირაქეთა ხევსურეთი) არღუნის ხეობასთან (პირიქითა ხევსურეთი).