არღუნ-ხანი, ირანის მონღოლი გამგებელი (1284–91) ჰულაგუიანთა დინასტიისა. მის დროს ეწყობოდა მონღოლ ფეოდალთა შეთქმულებები და აჯანყებები ცენტრ. ხელისუფლების წინააღმდეგ. ერთი ასეთი შეთქმულების მეთაურთან ამირ ბუღასთან მეგობრობის გამო ქართვ. მეფე დემეტრე II თავდადებული ა-ის ბრძანებით 1289 სიკვდილით დასაჯეს. ა. უნდობლად ეკიდებოდა ირან. მუსლ. სამოხელეო ბიუროკრტიას და ცდილობდა სახელმწ. აპარატში ირანელთა შეცვლას ებრაელებითა და ქრისტიანებით. მის დროს გრძელდებოდა დიპლ. ურთიერთობა რომის პაპთან და დას. ევრ. სახელმწიფოებთან მამლუქების წინააღმდეგ გაერთ. ძალებით ლაშქრობის მოწყობის მიზნით; გაფართოვდა სავაჭრო ურთიერთობა გენუასთან.
წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
რ. კიკნაძე