დათვობანა

დათვობანა, პანტომიმური ხასიათის სანახაობა სიმღერის თანხლებით, მისნური ცეკვის გადმონაშთი.

წარსულში მართავდნენ ხოლმე ქალები. ყველიერის დროს დათვად შენიღბული ბერიკა ქალი ჩადგებოდა ფერხულში და ბაძავდა დათვის იმ მოძრაობებს, რ-ბიც სიმღერაში იხსენიებოდა.