არყისძირა (Leccinum scabrum), საჭმელი ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრი 15 სმ აღწევს, ნაცრისფერი, მონაცრისფრო-მურა, ზოგჯერ მოშავოა; ქვედა მხარეს აქვს თეთრი მილების შრე, რ-იც შემდეგ მონაცრისფრო-მურა ხდება. ფეხი 15 სმ-მდე სიგრძის და 3 სმ-მდე სისქისაა, ძირისკენ გამსხვილებული, ფერად თეთრი, დაფარულია მურა ან შავი ქერცლით. რბილობი თეთრია. იზრდება მხოლოდ არყნარებში ზაფხულ-შემოდგომით. საქართველოში გავრცელებულია ყველგან, სადაც კი არყი იზრდება (ტყის ზედა საზღვარზე). საჭმელად იხმარება ახალი, გამხმარი და დამუჟუჟებული. ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი სოკოა.
ი. ნახუცრიშვილი