არყნარი, ტყე, რომელსაც ქმნის არყი. საქართველოში გავრცელებულია მაღალ მთებში 1300–2600 მ ფარგლებში, უმთავრესად ჩრდ. და დას. კალთებზე და ძირითადად სუბალპ. ტყეებს ქმნის. ა. ორი ტიპისაა – სუბალპ. მეჩხერი და ტანბრეცილი. ტანბრეცილობის მიზეზი თოვლის ხანგრძლივი მექან. მოქმედებაა. საქართველოში გვხვდება ლიტვინოვის, მეჭეჭიანი, რადეს, მედვედევისა და მეგრული არყებისაგან შექმნილი ა. ნიადაგდაცვითი და წყალშენახვითი თვისებების გამო ა-ს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ს. შარაშიძე