არშაკი

არშაკი, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის ორი მეფის სახელი. ა. I, ქართლის მეხუთე მეფე (დაახლ. ძვ. წ. II ს. II ნახ.), სომხეთის არშაკუნიანი მეფის ძე, მოწვეული ქართლის ერისთავთა მიერ (მისი ამგვარი წარმომავლობა საეჭვოა, რადგან არშაკუნიანები სომხეთში ორი საუკუნით უფრო გვიან გამეფდნენ); ა. II, ქართლის მეცხრე მეფე (დაახლ. ძვ. წ. I ს. დასასრ.), ნეკრესისა და უფლისციხის მაშენებელი. როგორც ჩანს ა. I და ა. II უნდა იყვნენ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ მეექვსე და მეათე მეფეები არსოკი/არსუკი.

ლიტ.: იხ. სტ-თან არშაკიანები ქართლისა.

 

ლ.-ნ. ჯანაშია