არშბა სოკრატ იაკობის ძე [5 (18). II. 1905, ოჩამჩირე, – 4. I. 1985, თბილისი], ქირურგ-უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1961) საქართვ. (1961) და აფხ. (1961) მეცნ. დამს. მოღვაწე. ეროვნებით აფხაზი. 1930 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1930–64 მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1964–85 განაგებდა საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახ. უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტს (ახლანდ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი). შეისწავლა საქართვ. მინერ. წყლების უროლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოყენების, შარდკენჭოვანი დაავადებისა და თირკმლის უკმარისობის საკითხები. იყო აფხ. სამედ. საზ-ბის (1965), თბილ. უროლოგთა სამეცნ. საზ-ბისა (1968) და სსრკ უროლოგთა სამეცნ. საზ-ბის (1972) საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ზოგადი ქირურგია, თბ., 1935; ლიმფოგრაფია მენჯის ღრუს ორგანოთა სიმსივნეების დროს, თბ., 1973 (თანაავტ. ბ. ჩხოტუა); მენჯის ძვალშიგა ფლებოგრაფია, თბ., 1975 (თანაავტ. ნ. ბეროძე); ცისტოსკოპიური ატლასი, თბ., 1980 (თანაავტ.: ი. კაპეტივაძე, გ. გასვიანი); ქვედა საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების დაავადებანი, თბ., 1986 (თანაავტ. ი. კაპეტივაძე); Резекции желудка при язвенной болезни, Тб., 1962.