არჩვების ტბა, ტბა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ყელის ვულკანურ ზეგანზე, 3078 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. 0,13 კმ², აუზის ფართ. 4,9 კმ², მაქს სიღრმე 5,5 მ. წარმოიქმნა მყინვარული ცირკის ლავებით გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. მაქს. დონე ზაფხულის პირველ ნახევარში აქვს, მინ. – ზამთარში. ჩრდ.-დას. მხარეს მიწისქვეშა გზით ტბიდან წყალი გაედინება კარბონატულ ქანებში. ზაფხულში წყლის ტემპ-რა 15–16°C. იყინება დიდი ხნით. თევზი არ არის.
ი. აფხაზავა