არცევი

არცევი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. არცეულის ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა. აძვისთავი, გოიათა, ვალითა, ზემო ოტრევი, ნოგყაუ, პანტნაური, ქარჩითი, ქვემო იკორთა, ქვემო ოტრევი, ჩხარაული). ზ. დ. 920 მ, გორიდან 27 კმ.

-ის ჩრდ-ით განლაგებული ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორები მოწმობს, რომ სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. სოფელი მდებარეობს ისტ. შიდა ქართლში. ადრინდ. ფეოდ. ხანაში შედიოდა გვერდისძირის თემში, XIV ს-იდან – ქსნის საერისთავოში. -ში დგას შუა ფეოდ. ხანის ეკლესია.

ჯ. გვასალია