არცხელი, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), გვალდის ქედის სამხრ. კალთის ძირას, მდ. მულხრის მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 1550 მ, მესტიიდან 6 კმ. 65 მცხ. (2014). არის მინერ. წყარო.
სოფელში შემორჩენილია 2 კოშკი და გვიანდ. შუა საუკ. წმ. გიორგის ეკლესია. ეკლესიის მახლობლად 3 კოშკის ნანგრევებია.
გ. გასვიანი