არხილოსკალო

არხილოსკალო, სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), შირაქის ვაკეზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 700 მ, დედოფლისწყაროდან 35 კმ, თბილისიდან 160 კმ. 980 მცხ. (2014).

ა. კლიმ. კურორტია, ჰავა – ზომიერად მშრალი სუბტროპიკული, იცის ზომიერად ცივი, უთოვლო ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა – 1,50C), მშრალი და ცხელი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 23°C). მზის ნათების ხანგრძლივობა 2300 სთ წელიწადში, ნალექების წლ. ჯამი 540 მმ. -ს ცხელ და მშრალ ჰავას წარმატებით იყენებენ შარდსასქესო სისტემის დაავადებების (ნეფრიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი) სამკურნალოდ.

გ. უშვერიძე