არხილოსკალო-ყაშის ქედი, ქედა-არხილოსკალოს ქედი, დაბალი ასიმეტრიული ქედი აღმ. საქართველოში, მდ. ალაზნის ხეობისა და დიდი შირაქის ვაკე-ტაფობის წყალგამყოფი. ქედის დას. ნაწილი მაღალია, 770–791 მ, შუა ნაწილის აბსოლ. სიმაღლეა 742 მ (მთა მახვილო), აღმოსავლეთისა – 749 მ. აგებულია აქჩაგილ-აფშერონული სუსტადშეცემენტებული კონგლომერატებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ქედის სამხრ. კალთა დამრეცია, თანდათანობით გადადის დიდი შირაქის ვაკე-ტაფობში, ხოლო ჩრდ., ძირითადად ჯაგეკლიანი ბუჩქნარით შემოსილი, მშრალი ხევებით დანაწევრებული კალთა, ციცაბოდ ეშვება ალაზნის ვაკისაკენ.
დ. უკლება