არხოტი

არხოტი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შეხვეტილის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ალგეთის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1230 მ, თეთრი წყაროდან 55 კმ. 16 მცხ. (2014).

სოფელში პატარა ბორცვზე დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ძვ. ეკლესია, რ-იც XVIII–XIX სს-შია გადაკეთებული. ეკლესიის ირგვლივ დიდი სასაფლაოა ორიგინ. საფლავის ქვებით. შუა სოფელში დგას სტელა, რ-ზეც რელიეფურადაა გამოსახული ხელი და ორი ჯვარი. წარწერის მიხედვით იგი XIII ს. მიეკუთვნება. სოფლის მახლობლად, სამხრ-ით 2 კმ-ზე, მთის ფერდობზე, ხშირ ტყეში დგას თლილი ქვით შემოსილი შუა საუკუნეთა დარბაზული ეკლესია, რ-ის კედლებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი რელიეფური კომპოზიციაა. ინტერიერში შემონახულია ბრწყინვალედ მოჩუქურთმებული XIII ს. კანკელი.

ლიტ.: ციციშვილი ი., მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით, «ძეგლის მეგობარი», 1980, № 54.