არხოტისთავი

არხოტისთავი, მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდ-ების არხოტისწყლისა და ჯუთისწყლის (თერგის აუზი) სათავეებში. სიმაღლე 3370 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მწვერვალის ჩრდ.-დას-ით არის არხოტისთავისღელის უღელტეხილი.

ჭ. ჯანელიძე