არჯევანიძე გიორგი პავლეს ძე

არჯევანიძე გიორგი პავლეს ძე (24. I. 1863, სიღნაღი, – 16. I. 1940, თბილისი), სამხედრო მოღვაწე, გენ.-მაიორი (1916). მონაწილეობდა რუს.-იაპ. (1904–05) ომში. I მსოფლიო ომის (1914–18) დროს თავი გამოიჩინა კავკასიის ფრონტზე, მონაწილეობდა არზრუმის ციხესიმაგრის აღებაში, ხელმძღვანელობდა ქუფდაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას. 1921 იყო ქართ. წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი, 1922 – ქართ. გაერთ. სამხ. სკოლის, ხოლო 1927-იდან ამიერკავკ. ქვეითი სკოლის პედაგოგი. 1928-იდან თადარიგში გავიდა.