დათუნა ფეიქარი, ერეკლე II-ის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების გამცემი (იხ. პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765). დ. ფ-ს, რ-ის ცოლი ძიძად იყო მეფის სასახლეში, დავალებული ჰქონდა მეფისა და სამეფო ოჯახის ამოწყვეტის მიზნით შეთქმულნი სასახლეში შეეყვანა. შეთქმულთა განზრახვა დ. ფ-მა მეფის კარის ეკლესიის მღვდელს გაანდო აღსარებაში, რ-მაც შეთქმულების ამბავი მეფეს შეატყობინა. გადმოცემით, გაწეული სამსახურისათვის ერეკლე II-მ დ. ფ-ს აზნაურობა და ყორჩის (მცველის) სახელო უბოძა.
გ. აკოფაშვილი