ასა

ასა (სათავეში არხოტისწყალი), მდინარე საქართველოში (დუშეთის მუნიციპალიტეტი), ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. სუნჯის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 133 კმ, აუზის ფართ. 2060 კმ2. სათავე აქვს პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. კალთაზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, ქვემოთ – ბარისა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზამთარში.

ი. აფხაზავა