ასაევი (ასათი) რევაზ ნიკოლოზის ძე (15. V. 1923, სოფ. კუწახტა, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, – 2007), ოსი პოეტი. ლექსების პირველი წიგნი „მებრძოლის კალამი“ 1947 გამოსცა. ა-მა ოსურ ენაზე თარგმნა ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, ე. ნინოშვილის, ნ. ბარათაშვილის, ნ. ლომოურისა და გ. ერისთავის ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.