ასათიანი ვლადიმერ სამსონის ძე (10. IX. 1901, ქ. ფერღანა, ახლანდ. უზბეკეთი, – 9. III. 1972, თბილისი), ბიოქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960; წ.-კორ. 1946). ბიოლ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1931), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1955). 1923 დაამთავრა პერუჯის (იტალია) სამეფო უმაღლესი ექსპერ. აგროქიმიის ინ-ტი. 1923 – 26 მუშაობდა უცხოეთში. 1926-იდან იყო თსუ სამედ. ფაკ-ტის ორგ. და ფიზიოლ. ქიმიის კათედრაზე (1930-იდან კათედრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტშია), 1948-იდან – თბილ. სამედ. ინ-ტის ორგ. და სასამართლო ქიმ. კათედრის გამგე. 1931– 33 ანასეულის ჩაის მრეწველობის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დირექტორის მოადგილე, 1937–39 – ტუბერკულოზის სამეცნ.-კვლ. რესპ. ინტის დირექტორი, 1964-იდან საქართვ. მეცნ. აკად. ფარმაკოქიმ. ინ-ტის დირექტორი. ა-ის ძირითადი შრომებია (რუს. ენაზე): „ბიოქიმიური ფოტომეტრია“ (1957), „ბიოქიმიური ფოტომეტრიის ახალი მეთოდები“ (1965), „ანალიზის ფერმენტული მეთოდები“ (1969; პ. მელიქიშვილის სახ. პრემია, 1971), „შეცდომები ნივთიერებათა ცვლაში“ (1972) და სხვ. ა. არის მთის კლიმატის, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმიისა და ბიოქიმ. ფარმაკოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. იყო საქართვ. მეცნ. აკად. ბიოქიმ. საზ-ბის ერთ-ერთი ფუძემდებელი და თავ-რე, საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკ. კომიტეტისა და საქართვ. მეცნ. აკად. ფერმენტების კომისიის თავ-რე, ქართ. ენციკლოპედიისა და დიდი სამედ. ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიების წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Биохимический анализ, ч. 1 – 3, Тб., 1953–59; Биологические таблицы ч. 1–3, Тб., 1960–62; Химия нашего организма, М., 1969.