ასათიანი თინათინ ლევანის ასული (12. III. 1918, თბილისი, – 20. VII. 2011, ერევანი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971), სომხეთის მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). 1940 დაამთავრა თსუ. 1944-იდან მუშაობს სომხეთის მეცნ. აკად. ერევნის ფიზ. ინ-ტში (ამჟამად ატომური ენერგიის სახელმწ. კომიტეტის ერევნის ფიზ. ინ-ტი).
კოსმ. გამოსხივების ფართო ატმ. ღვარების გამოკვლევისას ა-მა პირველმა გამოიყენა მათი ენერგიის გაზომვის ახ. მეთოდი და ა. ალიხანიანთან ერთად აღმოაჩინა ვიწრო ატმ. ღვარები. 1959 დაიწყო ენერგიაზე კოსმ. მიუონების პოლარიზაციის ხარისხის დამოკიდებულების შესწავლა, ხოლო 1963-იდან მონაწილეობდა დამუხტულ ნაწილაკთა კვლევის ახ. მეთოდიკის დამუშავებაში – განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერების შექმნაში (ლენინური პრემია ვ. როინიშვილთან, გ. ჩიქოვანთან და სხვებთან ერთად, 1970). ამ სამუშაოს შედეგად გამოირკვა, რომ მაგნ. ველში განიერღრეჩოიანი კამერის მოთავსებისას ნაპერწკალი შეიძლება განვითარდეს დამუხტულ ნაწილაკთა წინასწარ მოცემული წრიული ტრაექტორიის გასწვრივ. ამან განაპირობა კამერების ფართო გამოყენება დამუხტული ნაწილაკების იმპულსის გასაზომ ხელსაწყოდ. ბოლო წლებში ა. თანამშრომლებთან ერთად ერევნის ელექტრონულ ამჩქარებელზე იკვლევდა ბირთვებზე ფოტოდაბადების პროცესებს. თბილისის საპატიო მოქალაქე (1987).
თხზ.: Двухэлектродная искровая камера с большим разрядом промежутком в магнитном поле, «Журнал экспериментальной и теоретической физики», 1963, т. 44, в. 2 (თანაავტ.: А. И., Алиханьян, Э. М. Матевосян).