ასათიანი ლიანა გიორგის ასული

ასათიანი ლიანა გიორგის ასული (20. XII. 1926, თბილისი, – 8. VII. 2014, თბილისი), კინომსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1961).

დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი (1949). -ის პირველი როლია დედოფალი თეკლე მ. ჭიაურელის ფილმში „გიორგი სააკაძე“ (1942–43). მნიშვნელოვანი როლია თავადის ქალი მაია ამავე სახელწ. კ.-ნოველაში ფილმში „ერთი ცის ქვეშ“ (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1961). შესრულებული აქვს როლები: ციალა („ჭირვეული მეზობლები“, რეჟ. ნ. მანაგაძე, 1945), კამა („გაზაფხული საკენში“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1950), ალექსანდრა ჯაფარიძე („მწვერვალთა დამპყრობნი“, რეჟ. დ. რონდელი, 1952), მარინე ფერაძე („ჭრიჭინა“, რეჟ.-ები ს. დოლიძე, ლ. ხოტივარი, 1954), ქეთევანი („ეთერის სიმღერა“, რეჟ. ს. დოლიძე, 1956), დედოფალი გურანდუხტი („მაცი ხვიტია“, რეჟ. გ. შენგელაია, 1961), გურანდუხტი („დიდოსტატის მარჯვენა“, რეჟ-ები ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1969), თინათინ მინდაძე („ლევან ხიდაშელი“, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, 1973), დედოფალი დარეჯანი („წიგნი ფიცისა“, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, 1983), სეფორა („ომი ყველასთვის ომია“, რეჟ. დ. აბაშიძე, 1990), დედა („ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“, რეჟ. რ. ესაძე, 2003) და სხვ.

2010 თბილისში, კინოთეატრ. „რუსთაველის“ წინ გაიხსნა ლიანა ასათიანის ვარსკვლავი.

გ. კერესელიძე