ასათიანი ნუგზარ პლატონის ძე (16. VII. 1937, სოფ. დღნორისა, წყალტუბოს ზონა, – 2. IV. 1992), სპორტსმენი (ფარიკაობა, ხმალი). 1964 მიენიჭა სსრკ სპორტის დამს. ოსტატის წოდება. „ქარიშხალა“ (თბილისი), „დინამო“ (თბილისი). 1960 დაამთავრა საქართვ. სახელმწ. ფიზკულტ. ინ-ტი, ხოლო 1968 – თსუ იურიდიული ფაკ-ტი. სსრკ ჩემპიონი (1960, 1961, 1962, 1964) და თასის მფლობელი (1960, 1962, 1966, 1968) პირად შეჯიბრებებში. ხმლით ფარიკაობაში XVIII ოლიმპიური თამაშების (1964, ტოკიო) და მსოფლიოს (1965, პარიზი) ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში. მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის (1961, 1963, 1966) და ბრინჯაოს (1962) პრიზიორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: გოგელია ა., მუშკეტერები, თბ., 1973.
ნ. გუგუშვილი