დაისელი ვანლერ [ნამდვ. სახელი და გვარი – ივანე სერგოს ძე ბ ა ბ უ ა ძ ე (1901–1937)], პოეტი.
1927-იდან სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე. წერდა პატრ. ლექსებს. ავტორია პოეტური კრებულებისა: „მზის სისხლი" (1926); „გული და დღეები" (1927); „გუშინ და ხვალ" (1928).
ცალკე წიგნად გამოვიდა მისი მოთხრობა „ლივილა" (1927). დ. იმსხვერპლა პოლიტიკურმა რეპრესიებმა.
ლიტ.: ციციშვილი გ., მისი საფიქრალი იყო საქართველოს თავისუფლება, «სახალხო განათლება», 1990 წ. 17 ივლ.
რ. კვერენჩხილაძე